მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 794 თბილისი, 1 189 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1635835136
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 901 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 669 822.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 794

⭕ აჭარა - 149

⭕ იმერეთი - 1 189

⭕ ქვემო ქართლი - 317

⭕ შიდა ქართლი - 512

⭕ გურია - 132

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 448

⭕ კახეთი - 657

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 149

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 123

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც: 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32.

1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში. 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

👉 როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას

👉 რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება

👉 „შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „სახიფათო ვითარებაა, ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას“ - სპეციალისტები ეპიდვითარებაზე

👉 რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს და კორონავირუსს ერთად? - ივანე ჩხაიძის განმარტება