მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

388 ინფიცირება, 1357 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი,2020
1621839430
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 337961-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 319956 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,04%, ბოლო 14 დღის - 3,99%, ბოლო 7 დღის - 4,19%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 როდის იქნება „ფაიზერის“ მილიონი დოზა საქართველოში? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

👉 „სიფრთხილეს თუ არ გამოვიჩენთ, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება“ - დიმიტრი ხუნდაძე

👉 „სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს“ - პაატა იმნაძე