მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 472 -ინფიცირება, 4 058 -გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი, 2020
1606546657
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 058 კი, გამოჯანმრთელდა. 

Stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 106 328 გამოჯანმრთელებულია.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან, თბილისის საავადმყოფოებში- 2 760, აჭარაში-1 016, იმერეთში-1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-150, იმერეთში-214. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში-179, აჭარაში-119, იმერეთში-41.

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, აქედან, თბილისში-416, აჭარაში-1 049, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან-27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 623 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 132 პირი, აჭარაში-14 670, იმერეთში-4 765

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

♻️ შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

♻️ პაატა იმნაძე: აკრძალვების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა