მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში 350-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი ბინაზე მკურნალობს

კორონავირუსი აჭარაში
1601105308
COVID-19

დღეს, 26 სექტებერს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული იქნა 4000-მდე PCR ტესტი და დადასტურდა 166 ახალი შემთხვევა.

არსებული ინფორმაციით, სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 902 პაციენტი, მათ შორის 72 არასრულწლოვანი.

სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 10 პაციენტი კოვიდ სასტუმროდან, ბინაზე გაეწერა 10 პირი.

ამ ეტაპზე ბინაზე მკურნალობს 350-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი.

„ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია - 328 პირს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი,
კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 6 საკარნტინო სივრცე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველიშემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.