მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1600585674
COVID-19

აჭარაში კორონავირუსის 128 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში სულ 196 ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა.

გეტყვით, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა. ახალ შემთხვევებთან ერთად გვაქვს პოზიტიური შედეგებიც, საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი.

სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა. ამ რიცხვს დღეს სავარაუდოდ კიდევ 2 დაემატება.

20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1494-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავისრუსით ინფიცირების ჯამში 3502 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 19 პაციენტი.