მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსი აჭარაში
1601451248
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა და 1 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175-მა პაციენტმა. აქედან კოვიდ სასტურმრო 160-მა, კლინიკა -15-მა. დღეს სტაციონარიდან დაგგემილია 5 პაციენტის გაწერა. კოვიდ სასტუმროდან 150-მდე“ , - არნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 447 პაციენტი, მათ შორის 43 არასრულწლოვანი და 13 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში კი მოთავსებულია 23 პაციენტი.

კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 869 პაციენტი, მათ შორის 73 არასრულწლოვანი. ბინაზე მკურნალობს 700-მდე კოვიდ დადებითი პაციენტი.

ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია 395 პირს.

„აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 700-მდე საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.