მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: აბიტურიენტებში ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა გვქონდა

NCDC-ის დირექტორი
1596612831
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების დროს NCDC-მ და განათლების სამინისტრომ კარგად ითანამშრომლეს.

„აბიტურიებტებში ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა გქვონდა. ერთ მათგანს კონტაქტი ჰქონდა იმ 10 ადამიანთან, ვისთან ერთადაც აბარებდა გამოცდას, მაგრამ ჩვენ დროულად მოვახერხეთ კონტაქტების იდენტიფიცირება და მათი კარანტინში გადაყვანა. თავად აბიტურიენტს მივეცით საშუალება გამოცდა საავადმყოფოში ჩაებარებინა. ასევე კონტაქტებს გაუკეთდა კორონავირუსზე ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდნენ გამოცდებზე. მეორე აბიტურიენტს არ ჰყავდა კონტაქტები და მანაც გამოცდები საავადმყოფოში ჩააბარა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეს იყო საქართველოში პანდემიის პირობებში ჩატარებული პირველი ეროვნული გამოცდები და საქართველომ აღნიშნულ პროცესს თავი წარმატებით გაართვა.