მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა თბილ სეზონზე უკან უნდა დაიხიოს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1586281486
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გრიპის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე, ამ სეზონზე ვირუსები მაინც "უკან იხევენ".

რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, გამყრელიძის თქმით, მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ თბილ სეზონზე ინფექცია გავრცელებას შეამცირებს.

"მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თბილ სეზონზე ახალმა კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევები, ისე სიკვდილიაობა და ა.შ. და რომ ის გადაიქცეს ე.წ. სეზონურ ვირუსად, რომელიც თავს შეგვახსენებს ხოლმე სიცივეში. ის შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე, ვიდრე გრიპის ვირუსი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის შესაქმნელად.

"ფიქრობენ, რომ ახალი კორონავირუსი გადაიქცევა სეზონურ ვირუსად და საჭირო იქნება, სეზონის წინა, როგორც გრიპზე ვაკეთებთ, ვაქცინაცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.