მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა მსგავსება კორონავირუსსა და შიდსს შორის? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1606813103
COVID-19

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, შიდსსა და კორონავირუსს შორის რაიმე მსგავსებაზე საუბარი არ არის. 

„ეს იყო კორონავირუსის თავდაპირველი გამოვლენის პერიოდში, ამ ეტაპზე მათ შორის მსგავსებაზე საუბარი არ არის. საუბარი შეიძლება იყოს მის სოციალურად მნიშვნელოვან ასპექტებზე, რადგან ერთმაც და მეორემაც შესძრა მსოფლიო.

შიდსი არის რეტროვისური, მას აქვს უნიკალური თვისება, რომელიც ახალ კორონავირუსს არ გააჩნია. შიდსის ვირუსი შედის რა ორგანიზმში და ის ინტეგრირდება ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაში და ხდება მისი ნაწილი. მისი გამოდევნა ჯერჯერობით შეუძლებელია.

გვაქვს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც იოლად ახერხებენ ვირუსის განულებას სისხლში. მედიკამენტი კი ადამიანის გენომში არსებულ ვირუსს ვერანაირად ვერ წვდება. სწორედ ამიტომ დღემდე ვერ შეიქმნა შიდსის ვაქცინა.

საბედნიეროდ, კორონავირუსზე ეს არ დადგინდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსი არ ინტეგრირდება ადამიანის უჯრედში და არ ჩაშენდება მის გენეტიკურ მასალაში.

„კორონავირუსი დამოუკიდებლად არსებობს და შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ მან თავისით დატოვოს ორგანიზმი ან ეს მოხდეს მედიკამენტით.

მართალია ჯერ არ არის ისეთი მედიკამენტი, რომელიც დიდი ალბათობით ვირუსს გაანულებდა ორგანიზმში, მაგრამ უკვე გვაქვს ვაქცინა, რომელიც იძლევა 95% გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს იმუნიტეტს ადამიანში“, - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი გასაღები რაც ადამიანს გამოჯანმრთელებაში ეხმარება თავად ორგანიზმის მდგომარეობაა.

„ეს გახლავთ ორგანიზმის მდგომარეობა, მისი დამცავი იმუნური სისტემა, რომელიც თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტისაგან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში.

ცნობისთვის, დღეს, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 გადაეცემა თუ არა ჩვილს კორონავირუსის ანტისხეულები ძუძუთი კვების დროს?

🛑 ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში