მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები
1585558729
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ მზარდია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 275 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 2000-ს აჭარბებს.

საერთო შემთხვევების რაოდენობა კი შტატებში 150 ათას უახლოვდება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. მან მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ვირუსზე. მისივე განცხადებით, ქვეყნებს ახლა მოდუნების საშუალება არ აქვთ, რადგან მეორე შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, კერძოდ კი უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექცია გადამდებია.

რაც შეეხება, საქართველოს, 30 მარტის მონაცემებით, 98 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.