მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში 6 ექიმია თვითიზოლაციაში

სასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურთან გადის შემოწმებას
1586255283
COVID-19

ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექვსი ექიმი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ შეხება ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ ხანდაზმულ პაციენტთან.

იგი კლინიკაში მუცლის ტკივილის გამო მივიდა, რა დროსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა კვლევის შედეგად, ინფექციის არსებობა დაუდასტურდა. აღნიშნულ პაციენტთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორ ბრიგადას ჰქონდა კონტაქტი.

აჭარის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსის მინდია კახიძის განცხადებით, სასწრაფოს გამოძახების დროს, პაციენტზე ინფორმაციის გადამოწმებისას, ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.

მედიკოსების წარმომადგენლებიდან კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, დაბალი მედპერსონალის ორ თანამშრომელს და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს აქვთ დადასტურებული.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 39, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.