მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა მსუბუქია

ბოჭორიშვილის კლინიკის შენობა, 2020 წ.
1590734399
COVID-19

"გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი, ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული. დარჩენილია 28 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, მათი უმრავლესობის მდგომარეობა მსუბუქია. 10 პაციენტი არის ბავშვი, ხოლო დანარჩენი მოზრდილია",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში 4 პაცინეტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ბოჭორიშვილის კლინიკაში მძიმე პაცინეტი არ ჰყავთ.