კორონავირუსით ინფიცრების შემთხვევების რიცხვით ბრაზილიამ ესპანეთს გაუსწრო და მსოფლიო ქვეყნების სამეულში გადაინაცვლა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 296 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 8000-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 19 000-ს გადააჭარბა.