დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.
4 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 708 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კოვიდინფექციის 3700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, საერთო ჯამში კი დიდ ბრიტანეთში ინფიცირების საერთო რიცხვი 41 ათასს აღემატება.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონზე მეტია.