COVID-19

დიმიტრი ხუნდაძე: უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020
19:11 06.04
დაკოპირებულია

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, ანუ ინფექციის გავრცელების საკმაოდ მასშტაბური არეალები შეიძლებავიხილოთ, ამიტომ ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პირდაპირ ეთერში, დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასა და ბინაზე მკურნალობის პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობა პანდემიების დროს მიღებული პრაქტიკაა.

„არსებობს ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მომსახურებისთვის და არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, სადაც პაციენტები ბინაზე მიიღებენ კონსულტაციებს; ამას აქვს ორი ძირითადი მიზანი: ერთი, რომ პაციენტებმა, რომლებიც არ საჭიროებენ კლინიკაში მისვლას, სატელეფონო კონსულტაცია მიიღონ ოჯახის ან სოფლის ექიმისგან; რომ იყოს დისტანცირებაც, ანუ არ იყოს უშუალო კონტაქტი, რათა არ მოხდეს ჯერ ექიმის ან ექიმის მიერ ოჯახიდან ოჯახში გადასვლის გამო ინფექციის გადატანა.

ამიტომ, იმ ეტაპზე, სადაც კლინიკური გამოვლინებები არ არის ისეთი, რომ პაციენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარული მომსახურეობა, ეს უნდა მოხდეს ბინაზე, რათა ყველამ, ვისაც ჭირდება და არ ჭირდება-არ მიმართოს სტაციონარს და სტაციონარული მომსახურებისთვის საჭირო საწოლები არ იქნას დაკავებული ისეთ შემთხვევაში, რომელსაც არ სჭირდება კლინიკაში მომსახურება. ანუ, ეს მიღებული პრაქტიკაა სწორედ პანდემიების შემთხვევაში, როცა გავრცელების მაღალი ხარისხია. ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ხედავთ, რომ ყოველდღიური მატებები ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის. ეს მასშტაბი თანდათან გაიზრდება და თუ არ გავაკეთეთ დიფერენცირება, მაშინ შესაძლოა პროცესები არასწორად იმართოს“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ლატარიის მოთამაშეებმა კარანტინის დროს 1 040 468 ლარი მოიგეს!

ლატარიის მოთამაშეებმა კარანტინის დროს 1...

„მოგება ხომ სასიხარულოა, მაგრამ, როდესაც საყოველთაო იზოლაციის პერიოდში იგებ, ამ...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ტირიფები ამოძირკვეს. ათობით ხის მოთხრის მიზეზად, თვითმმართველობაში მცე...
21:54 30.05
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი წყლის გუბეში დაიხრჩო. როგორც PIA.GE-ს შინა...
21:42 30.05
ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მოთავსებული 11 ინფიცირებული პაციენტიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა. ორივე მა...
21:21 30.05
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული კლება ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ჩინეთის მასშტაბით, კოვ...
19:51 30.05
ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს ირაკლი წულაია თამარ ჩერგოლეიშვილს: თუ ვიტყვით...
„არიან ადამიანები, ვისაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა გულს უხარებს. ფიქრობენ, რომ ეკონომი...
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,...
მარიამ ქვრივიშვილმა და შვეიცარიის ელჩმა...
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირ...
სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალე...
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ ტყის მასივში აღმართულია უკანონ...