მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინაციის პროცესი ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე Pia.ge
1624367113
COVID-19

ვაქცინასთან დაკავშირებით გუშინ გარკვეული ხარვეზები და ლოგისტიკური პრობლემები იყო, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ მინისტრის მხრიდან მკაცრი დავალება გაიცა, რომ დადგინდეს, სად იყო ხარვეზი და მსგავსი არ განმეორდეს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-მდე ავცრათ“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2 კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ქვეყანაში დაიწყება ინტენსიური ვაქცინაციის პროცესი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვინც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა“

👉 ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე

👉 საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს