მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა მგონი ისევ აღდგა, რაც კარგი იდეა არ მგონია, კოვიდი არსად წასულა“ - ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1621535346
COVID-19

„ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა ყოველი შეხვედრისას მგონი ისევ აღდგა და არა მგონია, კარგი იდეა იყოს“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.

ექიმის თქმით, კოვიდი -19 ჯერ არსად არ წასულა

ცალკეულ შემთხვევებზე დაყრდნობით სტატისტიკაზე ლაპარაკი არასწორია და არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთეული შემთხვევების ერთობლიობა (ჩემამდე მოსული) მაფიქრებინებს, რომ კოვიდის პირველი აცრის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით.

ამის მიზეზი არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ან ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ მცდარად მშვიდდებიან, რომ რისკი შეუმცირდათ და სათანადოდ აღარ იცავენ სიფრთხილის წესებს, ან აცრის დროს და აცრის შემდგომ მოსაცდელ სივრცეებში ინფექციის კონტროლი კარგად არ ხდება და ზოგიერთები იქ ინფიცირდებიან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი ვარაუდებია, მაგრამ მეტი სიფრთხილე არ გვაწყენდა.
გარდა ამისა, ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა ყოველი შეხვედრისას (მათ შორის ფორმალური ჟესტის სახით, სულ რომ არ გიჟდები იმ ადამიანის კოცნაზე), მგონი ისევ აღდგა და არა მგონია, კარგი იდეა იყოს. კოვიდი ჯერ არსად წასულა და მართლა ვისთანაც ჩახუტება გვინდა, იმათ თუ გვინდა თავისუფლად ჩავეხუტოთ, სხვა ადამიანებისგან დისტანცირება ამ მხრივ ძალიან გამოგვადგება“, - აცხადებს ბუწაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 334 705-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4540 პაციენტი, ხოლო 315 254 გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე:

👉 ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

👉 „მესამე დოზის მთავარი დანიშნულება იქნება, იმუნიტეტი კიდევ უფრო მაღალი იყოს“- ბიძინა კულუმბეგოვი

👉 ვაქცინირებული პირები ევროკავშირის ქვეყნებში უპრობლემოდ მოგზაურობას შეძლებენ

👉 მოსკოვში რუსულ ვაქცინას უნდობლობას უცხადებენ