Pia Logo
COVID-19

ექიმი COVID-19-ზე: არ არის მკვლელი ვირუსი

ექიმი ლევან რატიანი
15:46 26.03

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ნიშნავს იმას, რომ დეპრესიულ ფონზე ორგანიზმი უფრო დუნე ხდება.

ექიმის განმარტებით, COVID-19 არ არის მკვლელი ვირუსი და 80% კლინიკური ფორმით მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტების მხოლოდ 3%-ი იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში.

"რაც კაცობრიობა გაჩნდა სულ არსებობდა მიკროორგანიზმი, სულ არსებობდა დაავადება. პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ნიშნავს, იმას რომ ორგანიზმი უფრო მეტად ხდება დუნე და დეპრესიული. ამიტომ ამ ორგანიზმს ბრძოლის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე მაინცდა მაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია, ნამდვილად არ არის ასე, იმიტომ რომ 80% დღევანდელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდების მიხედვით არის ა კლინიკური ფორმა, ისე გაივლის ეს ყველაფერი, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება დავარქვათ. კორონავირუსი არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ უნდა მოიხადოს, 80% კლინიკური ფომით მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ 17%-ია მსუბუქი და საშუალო, 3 %-ია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტები", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს რატიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტეპმპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.

საქართველოში, ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული 78 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 გამოჯანმრთელებულია.

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი?...

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბ...
17:28 30.03
ქუთაისში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებუ...
23:06 30.03
"ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა, ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გე...
22:46 30.03
ჩინეთში მხვილი სამრეწველო საწარმოების 98,6%–მა მუშაობა განაახლა, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერე...
22:46 30.03
"თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად ვიღებდით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას და ის ყოველთვის იყო მიმართული,...
22:35 30.03
სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში 2020 მცხეთა-მთიანეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები...
მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჩვეულ რე...
20:42 30.03
4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და 812 გარდ...
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვე...
მარნეულში სტრატეგიული დანიშნულების ობიექ...
მარნეული ერთი კვირაა, რაც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, მიუხედავად შექმნილ...
მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვართ საკარანტინ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის...