მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი ახალი პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციურის ცენტრი
1586436980
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმ-ინფექციონისტის ეკა ნაფეტვარიძის თქმით, ცენტრში შემოყვანილი კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს ქრონიკული დაავადებებიც აქვთ.

"სტაციონარში 32 დადასტურებული შემთხვევაა. გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები. ასევე გვყავს ახალი შემოყვანილი პაციენტები და საყურადღებოა მათი მდგომარეობა. მათ აქვთ თანმხლები დაავადებები და შესაბამისად დინამიკაში ვაკვირდებით. ამ ეტაპზე 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. წინა დღეებთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებულია. საყურადღებო და საშუალოზე მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა. ესენი არიან შუახნის ასაკი პაციენტები", - განაცხადა "მაესტროს" ეთერში ნაფეტვარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 214 შემთხვევაა გამოვლენილი.