მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის სტაბილურია“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1622365006
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი კლებულობს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის სტაბილური, ინფიცირებულთა რიცხვი კი ნელი ტემპით, თუმცა უკან იხევს. ამას აჩვენებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს და ბოლო 24 საათის განმავლობაში არის 2.96%.

ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები.

ის 700 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, 1 000 შემთხვევა, რაც გუშინ გვქონდა, საქართველოსთვის არის, მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, საკმაოდ ბევრი და ამან შეიძლება იჩინოს ყოველდღიურად თავი ისევ მატებაში.

ამიტომ, გთხოვთ, თქვენი და ყველა მასმედიის საშუალებით, ისევ და ისევ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, განსაკუთრებით შემოსული ტურისტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.85%.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა ინდური შტამის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 კორონავირუსის ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა