მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 6000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585654751
COVID-19

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება.

ამ დროის მონაცემებით, ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 6000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 473 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რიცხვს, 94,417 -ს შეადგენს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. მან ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ნელნელა იხურება. კორონავირუსი ჩინეთში, უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. რაც შეეხება ევროპას, ვირუსის გავრცელების კუთხით, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კვლავ მზარდი მაჩვენებელია.