მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კოვიდინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1594106781
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთივე ახალი დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია. მათ შორის 3 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი, სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი მატულობს. კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 105 ინფიცირებული მკურნალობს. ჩვენს ცენტრში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არცერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 838 გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა.