COVID-19

გაიზრდება კლინიკების რაოდენობა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალებენ

კორონავირუსის ინფექცია, 2020 3
22:15 24.03
დაკოპირებულია

"თუ ეპიდემია გავრცელდა, დადგენილია შემთხვევების გარკვეული ზღვრული მაჩვენებლები, როცა შერჩეულ საავადმყოფოებს მიეცემათ მითითება, რომ დაცალონ თავიანთი კლინიკები და მთლიანად გადაერთონ ცხელებით შესულ პაცენტებზე",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ PIA.GE-ს განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ ეტაპზე, საწოლფონდი 800-მდე გაიზრდება, ხოლო დამატებითი საჭიროების შემთვევაში, კლინიკების რაოდენობა დაემატება.

თამარ გაბუნიას თქმით, კლინიკები გეოგრაფიული ადგილმდებარეობითაც განისაზღვრება.

"ჩვენ შევარჩიეთ კორონავირუსის მართვის კონცენტრირებული მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიყო საავადმყოფოები მხოლოდ ამ მიზნისთვის - კორონავირუსის მართვისთვის. დღეს თბილისში მზად არის საავადმყოფოები, სადაც საწოლების რაოდენობაა 500-მდე. ეს ოდენობა მალე გაიზრდება გეოგრაფიული ადგილმდებარების მიხედვით ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე და გვინდა, რომ საწოლების რაოდენობა 800-მდე შეივსოს.

მეორე ეტაპზე, თუ ეპიდემია გავრცელდა, დადგენილია შემთხვევების გარკვეული ზღვრული მაჩვენებლები, როცა შერჩეულ საავადმყოფოებს მიეცემათ მითითება, რომ დაცალონ თავიანთი კლინიკები და მთლიანად გადაერთონ ცხელებით შესულ პაციენტებზე. ესეც დღეს-ხვალ დამტკიცდება ნორმატიული დოკუმენტის სახით და გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. ასე რომ, ყველას შეეძლება ნახოს, რომელი კლინიკები დგანან მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი დადგება საჭიროება, მთლიანად გადაეწყობიან",- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით 70 პირია ინფიცირებული. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყანაში საკარანტინო სივრცეებში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 252.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მძიმე საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხ...
"საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ...
42 წუთის წინ
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრ...
48 წუთის წინ
„საპარტნიორო ფონდმა“ ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული...
11:04
უცხოური მედია მოგზაურობის მსურველთათვის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც საუბრობს. სტატიის...
10:34
ბიზნესასოსციაცია BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშ...
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟი...
23:08 03.06
ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენცია ალყაშია
ამერიკაში აგორებულ საპროტესტო ტალღას ლონდონის მოსახლეობამაც გამოუცხადა სოლიდარობ...
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახ...
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამ...
საქართველოში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალ...
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს...