მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ "რემდესივირს" Covid-19-ის მკურნალობაში განსაკუთრებული როლი აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1589370786
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოვიდინფექციის სამკურნალოდ პრეპარატ "რემდესივირის" გამოყენებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული პრეპარატი მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ინიშნება.

"დიდი აჟიოტაჟია ატეხილი "რემდესივირთან" დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია გილიადის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში. გამოიყენებოდა ებოლას დროს. შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, კერძოდ უჰანშ,ი როცა იყო დიდი ეპიდაფეთქება. ამ პრეპარატის გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ ჩინელებს. ამის შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პანდემია არის. მოგეხსენებათ, რომ პანდემია 210 ქვეყანაშია.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია გამოიყენება, მაგრამ ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით ის, რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ "რემდესივირს" აქვს განსაკუთრებული როლი კოვიდ-19-ის მკურნალობაში, მაგალითად ისეთი როგორიც აქვს ჰეპატიტის მკურნალობაში სოფოსბუვირის, ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არსებობს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები და ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში. ამ ტიპის კვლევას ჰქვია "სოლიდარობის კვლევა" და კოორდინირებას უწევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. "რემდესივირი" არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მხოლოდ მძიმე პაციენტებში. იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა მივიღოთ ვალიდური, მტკიცებულებაზე დამყარებული პრეპარატის ეფექტურობის შესახებ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.