დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში მედიკამენტ "პლაქვენილის" გამოყენებას გართულება არ მოჰყოლია.
გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მედიაკენტის შეჩერება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.
" ხაზს ვუსვამ, საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა. პლაქვენილი დღეს კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში. გარდა ამისა, ასევე ხაზს ვუსვამ, რომ პლაქვენილი ეს არის კარგად შესწავლილი პრეპარატი, ეს არ არის ახალი პრეპარატი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა მის ამ სოლიდარობის დიდ კვლევაში პლაქვენილის ჩართვა", - აღნიშნა გამყრელიძემ.