მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: ადამიანის სიცოცხლესთან კომპრომისი არ იქნება

პრემიერი 2020
1586002439
COVID-19

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს მიუსამძიმრა და საგანგებო მდგომარეობის პირობების შესაძლო გამკაცრებაზეც გააკეთა განცხადება

„მინდა ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ ჩვენ წინ კიდევ უახლოესი კვირეების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოება, ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები, ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითან ჩვენ შეიძლება გავამართლოთ კომპრომისები აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან ერთად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს არის ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, ჩვენს მედიკოსებთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, 9 ახალი ინფიცირებული, 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ, 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან ქალბატონი, მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის, ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევამ, ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს, სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.