მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1600412076
COVID-19

იმერეთის მასშტაბით, 17 სექტემბერს 1132 ნიმუში აიღეს, მათგან კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია N32 საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ფაქტიც.

დაინფიცირებულებს შორის ერთი 15 წლის მოზარდია.

ზვიად შალამბერიძის თქმით, შესწავლილია ინფიცირებული მოზარდის ყველა კონტაქტი და თვითიზოლაციში არიან. მოზარდს არ ჰქონდა კონტაქტი სკოლასთან, ის სკოლაში არ დადიოდა.

ინფორმაციისთვის, დღეს 18 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.