მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფორმაცია კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტის შესახებ

რუსეთში კორონავირუსით ადამიანი გარდაიცვალა 2020
1601363351
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 33-ე პაციენტი აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვლილი, 55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბრიდან მკურნალობდა. მას კორონავირუსთან ერთად ჰქონდა ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 კი, გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 5866 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2324 გამოჯანმრთელებულია.