მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი: სასუნთქი აპარატების მარაგი ამ ეტაპზე საკმარისია

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი 2020
1586164808
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევიდან 81 პაციენტს დაუფიქსირდა ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სასუნთქი აპარატი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულ კორონავირუსით იფიცირებული პაციენტებიდან მხოლოდ 6-ს ესაჭიროება სასუნთქი აპარატი. ამ პაციენტებიდან სამი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, ერთი თბილისის ინფექციურში, ერთი ბათუმში და ერთიც გორში.

"ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს. ეს მაგარი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ექიმებმა", - აღნიშნა ეკატერინე ტიკატაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 36 გამოჯანმრთელებული, 2 გარდაცვლილი.