მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Johnson & Johnson-ის ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში მაღალი ეფექტიანობა აჩვენა - კვლევა

ჯონსონის ვაქცინა ევროპაში
1628273841
COVID-19

Johnson & Johnson-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილისგან დაცვის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა Johnson & Johnson-ის ვაქცინა.

კვლევის თანახმად, ერთი დოზით აცრილ ადამიანებს, ინფიცირების შემთვევაში, ვაქცინა სიკვდილისგან 91%-დან 96.2%-მდე იცავს, ჰოსპიტალიზაციისგან კი 67%-ით. განსხვავებული მაჩვენებლებია ვირუსის „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტებით ინფიცირებისას. პირველ შემთხვევაში, 57%-იანი ეფექტიანობა გამოვლინდა, მეორე ში კი 71%-იანი.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვაქცინა იცავდა ჯანდაცვის მუშაკებს სიკვდილისგან“ - განაცხადა გრეიმ.

ჯანდაცვის მინისტრმა ჯო ფაახლამ განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული სხვა ვაქცინების გამოყენებას, მათ შორის სინოვაკის.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უკვე 8.3 მილიონი ადამიანია აცრილი. სულ ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონს აჭარბებს.