მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი ინფიცირდა

კორონავირუსზე მკურნალობა
1601580083
COVID-19

თელავის ერთ-ერთი კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც არის.

ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტებისა და წყაროს დადგენაზე მუშაობენ. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი თვითიზოლაციაში გადავიდა.

კახეთის რეგიონში კოვიდდადებითი პაციენტების რაოდენობა 59-მდე გაიზარდა.

ინფექცია დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც, რომელიც ე.წ „ანანიძეების“ კლასტერს უკავშირდება.

პაციენტი ლაგოდეხის ცხელების ცენტრში მოათავსეს, თუმცა მისი ტრანსპორტირება თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება. ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.