მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი საქართველოში - დილის მონაცემები

ჩიენთის საავადმყოფო
1594703173
COVID-19

14 ივლისის მონაცემების მიხედვით საქართველოში კორონავირუსი 995 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 15.

ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების წყაროები ცნობილია. უმეტესად იმპორტირებული შემთხვევებია. კორონავირუსი ძირითადად უცხო ქვეყნიდან შემოსულ ტრაილერის მძღოლებს უდასტურდებათ.

ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.