მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის 267 485 ახალი შემთხვევა - ეპიდვითარება მსოფლიოში

კორონავირუსის ბაქტერია
1603139191
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 267 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებულია 40 556 403 შემთხვევა, მათ შორის 30 272 987 გამოჯანმრთელებულია, 1 121 495 გარდაცვლილი.

ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს, 8 428 386 დადასტურებული შემთხვევით. აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 659 შემთხვევა გამოვლინდა.

ინდოეთში კორონავირუსის 45 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში 7 593 994 დადასტურებული შემთხვევაა. ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, 5 237 961 დადასტურებული შემთხვევით. ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 617 შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთი მეოთხე ადგილზეა, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 15 982 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, რუსეთში 1 415 316 შემთხვევაა გამოვლენილი.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 11 მარტს დადასტურდა.