მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი 82 წლის ქალია

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1601391080
COVID-19

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს კლინიკა „ბომონდი“-ს კოვიდცენტრში გადიოდა.

82 წლის ქალი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო „ბომონდიდან“ მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოიყვანეს.

“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.