მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული პაციენტები შესაძლოა ყველა კლინიკამ მიიღოს

საავადმყოფოს დერეფანი
1603871678
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შესაძლოა ყველა კლინიკამ დაიწყოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევევაში, ინფიცირებული პაციენტების მიღება კლინიკებს კანონის ფარგლებში დაევალებათ.

„ჩვენი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. შესაბამისად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 14 829 და გარდაცვლილია 253 პაციენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სტუდენტები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი კვირიდან ჩაერთვებიან

👉 კორონავირუსი 1 თვის ჩვილმა დაამარცხა

👉 ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული