მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით 20 მლნ-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა
1597042994
COVID-19

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 20 მლნ-ს გადააჭარბა. მათი 52% სამ სახელმწიფოზე: შეერთებულ შტატებზე, ბრაზილიასა და ინდოეთზე მოდის.

მოლოდინი, რომ ზაფხული ვირუსს გააქრობდა არ გამართლდა, თუ პანდემიის გამოცხადებიდან, 11 მარტიდან 1-ელ ივნისამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 126 ათასიდან, 6.3 მლნ-მდე გაიზარდა, უფრო მოკლე დროში - 1-ლი ივნისიდან 10 აგვისტომდე ზრდის ტემპი 2-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.

ინფიცირებულებისგან განსხვავებით, მდგომარეობა შედარებით უკეთესია სიკვდილიანობის მხრივ. ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა აპრილში 7%-ს აჭარბებდა, აგვისტოში კი 4%-ს ჩამოსცდა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 ათასს 25 ქვეყანაში აჭარბებს, 300 ათასს 12-ში, 500 ათასს 5-ში, ხოლო 1 მლნ-ს 3 სახელმწიფოში. მათგან პირველ ადგილზე 5.2 მლნ ინფიცირებულით შეერთებული შტატებია, 3 მლნ ინფიცირებულით ბრაზილია მეორე ადგილს იკავებს, 2.2 მლნ დაავადებულით ინდოეთი მესამეზეა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება 2 ქვეყანაში - აშშ-სა და ბრაზილიაში.

საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 10 აგვისტოს მდგომარეობით ვირუსი სულ 1250 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 17 გარდაიცვალა, 1010 გამოჯანმრთელდა, 223 კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.