მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება და ამის უარყოფა ყველაზე მწვავე ოპონენტებსაც კი უჭირთ“ - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1626452911
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს პასუხობს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჭიაბერაშვილის პიროვნების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ შეფასებები ძალიან ტენდენციურია, საჭიროდ მიიჩნია მისთვის პასუხი გაეცა.

„ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუს უწოდებს სამწუხაროს და ტრაგიკულს?! საქართველოში COVID პანდემიას აფასებს, როგორც ძალიან ცუდად მართულს და ა.შ. ჭიაბერაშვილის პიროვნების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ შეფასებები ძალიან ტენდენციურია, საჭიროდ ჩავთვალეთ გვეპასუხა.

უპირველეს ყოვლისა მინდა დავაფიქსირო, რომ ბატონი ზურაბი ულაპარაკოდ კომპეტენტური და ანგარიშგასაწევი ექსპერტია. მიმაჩნია, რომ ის კარგი ჯანდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ „Amicus Plato, sed magis amica veritas“ („პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი“). მე მაინც მგონია, რომ მისი უკიდურესად ნეგატიური შეფასებები განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციითაა განპირობებული და მეტი არაფერი.

„ძალიან ცუდად მართული ეპიდემია“: ბატონო ზურაბ! უნდა გავმიჯნოთ ზოგადად ქვეყანაში პანდემიის მართვა და კონკრეტულად COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ზოგადად პანდემია კარგად იმართება და მზად ვარ ეს პოზიცია დავიცვა, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ მე როგორც COVID-19-ს შემთხვევების მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, უშუალოდ პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ პაციენტების ნაკადების მართვაზე და COVID ავადმყოფების მკურნალობასა და გამოსვლებზე და არა მთლიანად პანდემიის მართვაზე“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა რომ ქვეყანაში ძალიან კარგად ხდება, ამის უარყოფა ყველაზე მწვავე ოპონენტებსაც კი უჭირთ.

„კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა რომ ქვეყანაში ძალიან კარგად ხდება, ამის უარყოფა ჩვენს ყველაზე მწვავე ოპონენტებსაც კი უჭირთ. ახალი შემთხვევების და აქტიური კოვიდავადმყოფების სულ უფრო მზარდი და მაღალი რიცხვის მიუხედავად არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.

ეს ეხება სასწრაფო დახმარებას, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID სასტუმროებს და COVID კლინიკებს. ამის გაკეთება უჭირთ საქართველოზე უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი. ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, რომ საქართველოში COVID კლინიკებს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროებში) გარდაცვლილია მხოლოდ 44 ავადმყოფი, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ასეთები ასეულობით და ათასობითაა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ზურაბ ჭიაბერაშვილი ვაქცინაციაზე: გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა

✔️ „დაიცავით თქვენი პატარები, მხოლოდ მათი სადღეგრძელოების დალევა არ გიშველით“ - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

✔️ „რეგულაციების შემსუბუქება ვიჩქარეთ“ - გამყრელიძე

✔️ ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა