მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აცრილი ადამიანების დაბალი მაჩვენებელი უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს“ - ივანე ჩხაიძე

„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“
1626239512
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპს შეცვლის.

მისი თქმით, დღეში 15-20 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

„ქვეყანაში მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო. ბოლო კვირებში შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. არ შეიძლება ქვეყანაში დარჩეს ასეთი დაბალი მაჩვენებელი აცრილი ადამიანების.

თუ ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის იმუნიზაციაზე, მოგვიწევს დავეთანხმოთ დასავლური გამოცემების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში კოვიდის დასრულების პერიოდად 2023 წელს ასახელებენ, რაც უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს.

იმედია ვაქცინირებულთა რიცხვი მოიმატებს. განსაკუთრებით, იმედი გვაქვს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვლის ვაქცინაციის ტემპს“, - აცხადებს ივან ჩხაიძე.

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინაც.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 „საგანგაშო სიგნალია, რომ იმატებს ინფიცირებული ბავშვების რიცხვი“