მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ენდელაძე: ვერ გამოვრიცხავთ, რომ 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაში კორონავირუსი იყოს დამნაშავე

ბოქსირებული განყოფილება
1603745835
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ღომ რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას გარდაცვალება კორონავირუსით იყოს გამოწვეული.

„ვერ გამოვრციცხავთ, რომ ახალგაზრდას გარდაცვალებაში კოვიდი იყოს დამნაშავე, რადგან კორონავირუსს ახასიათებს პოლისისტემური დაზიანება. ის აზიანებს ფილტვს, გულს და ა.შ. სხვადასხვა ორგანოებს. ასევე ვერ გამოვრციხვათ, რომ გარდაცვალება კორონავირუსის გარეშეც მომხდარყო“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ სატალევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბერს, რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მან კოვიდსასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა.