მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე-5 ტალღის სიძლიერე მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული“ - მარინა ენდელაძე

ბოქსირებული განყოფილება
1631540966
COVID-19

„მე-5 ტალღა ალბათ იქნება, მაგრამ პირველ რიგში გამოვთქვამ იმედს, არ იქნება ისეთი ინტენსივობის როგორიც მე-4 ტალღა იყო“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ინფექციონისტმა კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პიკის დროინდელ პერიოდს უკავშირდება.

ამასთან, ენდელაძის თქმით, ინფიცირებული პაციენტების კლება ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე აისახა.

ექიმი ამბობს, რომ ვითარება შედარებით განიმუხტა.

„ინფიცირებულთა რაოდენობის კლება უკვე აისახა კლინიკებში მიმდინარე ვითარებაზე. სიტუაცია შედარებით განიმუხტა და ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. მძიმე პაციენტები ისევ გვყავს, მაგრამ რაოდენობრივად დატვირთვა ისევ ისეთი აღარ არის. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, ეს მოსდევს პიკის პერიოდს. ძალიან ბევრი ინფიცირება იყო და შესაბამისად ამ ინფიცირებულებში ბევრი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი იყო. პიკის პერიოდში დაინფიცირებული პაციენტები ჯერჯერობით კიდევ არიან აპარატზე. ვფიქრობ ეს არის მიზეზი, რის გამოც არის მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

რაც შეეხება ვირუსის მორიგ ტალღას, ექიმის თქმით, კოვიდ 19-ის მე-5 ტალღა სავარაუდოდ იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი ინტენსივობის როგორც მე-4 ტალღა იყო.

„აუცილებელია რეგულაციების დაცვა, ვაქცინაციის ჩატარება. მე-5 ტალღა რა სიძლიერის იქნება პრაქტიკულად მოსახლეობაზე და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული“, - დასძინა მარინა ენდელაძემ.

ამავე თემაზე:

🔴 „საჯარო სკოლებში პერსონალის 33% სრულად არის აცრილი, ხოლო კერძოში 44%“ - გამყრელიძე

🔴 ვაქცინაციის ცნობა ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა - ახალი წესი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 14 703 ადამიანი აიცრა