მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე ტალღის პირას კი არა - პიკში ვართ“- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1620816072
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს უკვე ვიმყოფებით კორონავირუსის მაღალი გავრცელების პიკში.

მისი თქმით, ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხვევა და ინფიცირება გვაქვს, რაც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

„მინდა, დავაზუსტო რომ ჩვენი შეფასებით, დღეს მესამე ტალღის პირას არა - პიკში ვართ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემდეგი აღმავლობა იყოს. ძალიან არ გვინდა, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიტუაცია განმეორდეს და იმედი გვაქვს, რომ ამ სიტუაციას აღარ მივუახლოვდებით.

გასული წლის ბოლოს დღეში 4-5 ათასი შემთხვევა იყო და გვქონდა 30 ათასი აქტიური შემთხვევა, ანუ ვისაც დასმული ჰქონდა კოვიდის დიაგნოზი და ჯერ გამოჯანმრთელებული არ იყო. ჯერჯერობით ახლა ასეთი ავადმყოფების რიცხვი 15 ათასის ფარგლებშია, ანუ ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხვევა და ინფიცირება გვაქვს, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

15 მარტს ვაქცინაციის დაწყება დაგვიანებული იყო და ასევე დიდი სკეპტიციზმი არსებობდა მოსახლეობაში. არაპირდაპირი ანტივაქსერების გავლენა ძალიან დიდი იყო. ამ ყოველივეს შემდეგ, საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისაკენ.

ბოლო დღეებში 4-დან 5 ათასამდე ადამიანი იცრება, ის ვინც აიცრა თავიდან 20 დღის განმავლობაში, ახლა დღეში იცრება ამდენი. ეს კარგია, მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან. დღეში თუ 6-7 ათას ადამიანს ავცრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65%-ს და ეს არის ჩვენი მთავარი სამიზნე“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 325665-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 304935 პირი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

ასევე 12 მაისს, 20:00 საათზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა. იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა ახლა უკვე 45 წლის და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️რა ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️„ვაქცინაციის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“ - თენგიზ ცერცვაძე

✔️„კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არ უნდა ველოდოთ“ - თამარ გაბუნია