მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020
1589384209
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომაზე კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოსალოდნელი არ არის.

"არ ველოდებით მეორე ტალღას და არც იმას, რომ სწავლა ვერ განახლდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით სიწყნარე კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ, მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი ასეთია, რომ კორონავირუსის გაქრობა მოსალოდნელი არ არის და თუ ზამთრისთვის არ გვექნება ვაქცინა, კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის",- განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 394 და გარდაცვლილია 11 ადამიანი.