მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით 16 წამში ერთი ადამიანი კვდება

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1601368200
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით 16 წამში ერთი ადამიანი კვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში მსოფლიოში ინფექციისგან 5 400 ადამიანი იღუპება. ამ მონაცემებს Reuters სექტემბრის თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

„პანდემიამ მძიმე გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემები და შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ ლიდერობენ:

  • აშშ
  • ინდოეთი
  • ბრაზილია

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.