მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 6 მლნ-ს აჭარბებს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 6 მლნ-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა, 2020 წ.
1590818628
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.

Worldometers მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 6 034 666-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, ვირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე 366 896 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავირუსის დამარცხება 2 661 257 -მა ადამიანმა შეძლო. კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, რუსეთის ფედერაციასა და ბრაზილიაში ფიქსირდება.

ცნობისთვის, კოვიდინფექცია 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა.