მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-იორკის ზოოპარკში ცხოველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ვეგხვი ზოოპარკში
1586153504
COVID-19

ნიუ-იორკის "ბრონქსის" ზოოპარკში ორ ვეფხვსა და სამ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ეს არის ინფექციის ადამიანიდან გარეულ ცხოველზე გადაცემის პირველი შემთხვევა.

ცხოველებს ანალიზი მას შემდეგ გაუკეთდათ, რაც მათ ხველა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გამოუვლინდათ.

ვარაუდობენ, რომ მათ ინფექცია მომვლელისგან გადაედოთ. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ცხოველები მადის დაქვეითების მიუხედავად, აქტიურები არიან.

ცნობისთვის, ადამიანიდან შინაურ ცხოველზე კორონავირუსის გადაცემის რამდენიმე ფაქტი ჰონგ-კონგსა და ბელგიაში დაფიქსირდა.