მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, არ ჩაიკეტოს ქვეყანა“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1624528726
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს, მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს აქაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია დღეს გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა ფრიად საყურადღებო.

„მიუხედავად ყველა იმ შემსუბუქებისა, რაც ქვეყანაშია, იცით, ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, არ ჩაიკეტოს ქვეყანა და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ეკონომიკას. მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება“ - აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის განცხადებით, ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ“

„ასტრაზენეკა“ ინდოეთში გამოვლენილი კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია