მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებული ბოლო 3 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

კორონავირუსის დადებითი პასუხი
1591122830
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გუდაუთას საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 3 პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფექციაზე კვლევა 57 პირს ჩაუტარდა და მათგან ყველას პასუხი უარყოფითია.

შტაბის ცნობით, პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების საერთო რაოდენობა 28 იყო, რომელთაგან 26 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ერტი ინფიცირებული საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადმოყვანილი.