მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები კოვიდვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ

ენგურის ხიდი გაიხსნა
1617091847
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ტიკარაძემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის ყველა პროცედურა გამარტივებული უნდა იყოს.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ფანჯარა გაიხსნება, სადაც ისინი ვაქცინაციის მიღებას შეძლებენ. მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ მათთვის მაქსიმალურად გაფართოებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გაივლიან.

დამატებითი სქემა, რომელზეც შევთანხმდით იგივეა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს. ყველა ექიმი და ის რისკ ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდვაქცინაციის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაციაც იგივე სქემით წარიმართება“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

✔️ დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება