მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ჯობდა აკრძალვები ყოფილიყო უფრო მასიური და ხანგრძლივი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
1606999499
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით არავითარ კლებაზე არ გახლავთ საუბარი და ეს არც ყოფილა ჩაკეტვის აზრი.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დასტაბილურდეს ვითარება და მეტი ადამიანი აღარ გახდეს ავად. ვუყურებთ სიტუაციას და მატება კიდევ მოსალოდნელია. შეზღუდვები გაფართოების პირველ შედეგებს სადღაც 10 დღეში დავინახავთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, 100 000 მოსახლეზე დიდი ხანია, რაც 100 შემთხვევას გადაჭარბებული გვაქვს.

„ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რჩება აჭარაში, შემდეგ მოდის თბილისი და იმერეთი“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა.

„გრიპი რომ არ გამოჩენილა ამას ხელს უწყობს ის, რომ მოსახლეობის 75% პირბადეს სწორად ხმარობს და მათი ნაწილი აიცრა კიდეც. ამდენი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში გრიპზე არასოდეს არ აცრილა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე მისი თქმით, თუ კი ვინმეს გაციების რაიმე სიმპტომი მაინც აღენიშნება ეს კორონავირუსია, რადგან გრიპი ჯერ არ გამოჩენილა.

„აი ამ სწრაფი, ანტიგენის ტესტის საშუალებით უცებ უნდა გაარჩიოს ექიმმა ეს კორონავირუსია თუ ჩვეულებრივი გაციება“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ჯობდა რომ აკრძალვები ყოფილიყო უფრო მასიური და ხანგრძლივი.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ