დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიაში სიტუაცია კონტროლირებადია.
მისი თქმით, დღეის იმდგომარეობით იქ უკვე 2800-ზე მეტი ადამიანის სინჯია გამოკვლეული.
„გრძელდება კონტაქტების კვლევა. მაგრამ გვაწუხებს ერთი რამ, მესტიიდან გამოტანილი შემთხვევები თბილისში გვაქვს უკვე“,- აცხადებს პაატა იმნაძე.
დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან სვანეთის წყარო მხოლოდ 6 პაციენტია.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.